უწყებამ „უცხოთის აგენტად“ გამოაცხადა ფილოსოფოსი და ფილოლოგი, რადიო თავისუფლების მიმომხილველი მიხაილ ეპშტეინი. 76 წლის მეცნიერი და პუბლიცისტი, 50-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
სიაში შეიყვანეს ასევე ანტონ მიხალჩუკი, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ (Free Russia Foundation) პროექტის კოორდინატორი; აქტივისტები ევგენი მალიუგინი და ანდრეი აგაპოვი, ასევე იგორ ეფიმოვი, ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და მედიცინის პროფესორი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში (ჩიკაგო). უწყების ცნობით, ყველა მათგანი რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. იუსტიციის სამინისტრომ რეესტრში ასევე დაამატა კვიპროსის საინფორმაციო გამოცემა Cyprus Daily News, რომელსაც ბრალი დასდო „უცხოეთის აგენტებისა და არასასურველი ორგანიზაციების შესახებ მქონე შინაარსის, ასევე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში“.
„საინფორმაციო გამოცემის მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ და თანამშრომლობს უცხოეთის აგენტთან“, - აღნიშნა უწყებამ. გამოცემა დააარსა ბორის დემაშმა, წიგნის -„რუსი გავლენის აგენტები კვიპროსში“- ერთ-ერთმა ავტორმა.
„უცხოეთის აგენტების“ რეესტრიდან, გაუქმების გამო, ამოიღეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩესტნიე ვიბორი,“ პენზის რეგიონული საზოგადოებრივი საქველმოქმედო ფონდი „სამოქალაქო კავშირი“ და შპს „პირველი ანტიკორუფციული მედია“ .