9 მაისს საქართველოში აღინიშნება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ამ დღეს ომის ვეტერანების ნაწილი და მათი ოჯახის წევრები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) იკრიბებიან, სადაც ბოლო წლებია ეს დღე აღინიშნება. ისინი კიკვიძის პარკში წელსაც მივიდნენ.
წლების განმავლობაში, 9 მაისი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნებოდა ხოლმე.
წლიდან წლამდე ომის მონაწილე ვეტერანების რაოდენობა სულ უფრო მცირდება -2024 წელს საქართველოში დარჩენილი იყო მეორე მსოფლიო ომის 81 ვეტერანი.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე საქართველოდან დაახლოებით 700 000 ადამიანი წავიდა და მათგან მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა სამშობლოში.
ასევე ნახეთ
"ცოტანი დავრჩით" - 80 წელი ნაციზმზე გამარჯვებიდან„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.
9 მაისს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ტრადიციულად მიაგებენ ხოლმე პატივს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს გამარჯვების დღეს ულოცავენ.
"ოცნების" ლიდერები იქ დღესაც მივიდნენ.
„ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვეტერანებს. 300 000-ზე მეტი ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 9 მაისს დილით, საკუთარ ფეისბუკზე მისალოცი საჯარო პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „9 მაისი დარჩება 9 მაისად“ და რომ გამარჯვების დღის თარიღი არ შეიცველბა 8 მაისით:
„საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო - ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით. ამ წარსულის კვლევა ისტორიის და ისტორიკოსების საქმეა.
მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ მოწოდებებსა თუ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეხსიერების, იდენტობის და ისტორიული თვითშეგნების შეცვლისკენ, ისტორიის გადაწერისკენ. სწორედ ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს რვა მაისს; რომ 9 მაისი "რუსულია", რვა მაისი - "ევროპული"; რომ თითქოს, ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან "რუსულ", ან "ევროპულ" ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე. ეს არჩევანი ყალბია“, - წერს პაპუაშვილი.
ქართველი პოლიტიკოსების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების დღედ საქართველოში 8 მაისი გამოცხადდეს.
2023 წელს პარლამენტს ასეთი საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართეს, თუმცა მაშინ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებული კანონპროექტი ჩავარდა.
ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისია აღიარებული, რადგან 1945 წელს, გერმანული სამხედრო ძალების აქტივობა ოფიციალურად შეწყვეტილი იყო 8 მაისს, ღამის 23:01 წუთზე. მოსკოვის დროით კი, მაშინ უკვე 9 მაისის 01:01 საათი იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავდნენ.
ასევე ნახეთ
გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთYour browser doesn’t support HTML5
ფაშიზმზე გამარჯვებულები