უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში დაბომბვის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

უკრაინული მხარის ცნობით, 8 მაისს საღამოს, რუსეთმა ნოვგოროდ-სივერსკის ოლქის სასაზღვრო სოფელს შეუტია, რის შედეგადაც დაბომბვას ჩერნიგოვის რეგიონში მხრიდან მამა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.

ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური და ნოვგოროდ-სივერსკის ოლქის სამხედრო ოლქის მეთური ალექსანდრე სელივერსტოვი.

"დარტყმებისა და ხანძრის შედეგად, ფერმის ტერიტორიის გარდა, მთლიანად განადგურდა საკვების საწყობის შენობა. ოკუპანტები მიზანმიმართულად ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებს", - წერს სელივერსოვი და ფოტოებს აქვეყნებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 70 წლის მამის სიკვდილზე, დილით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი 49 წლის ვაჟიც. მას ნაღმზე აფეთქების შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებები და დამწვრობა ჰქონდა და მედიკოსები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.

სამხედრო ოლქში განმარტეს, რომ დაბომბვის დროს მამა-შვილი ნაკვეთში, მიწაზე მუშაობდნენ.

8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწა - ამის შესახებ მან სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაწერა.

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი და პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლა რუსეთმა და უკრაინამაც დაადასტურეს.

ტრამპის თქმით, ცეცხლი შეწყდება 9, 10 და 11 მაისს. შეთანხმებით, საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად, მოხდება ასევე, 1000 ტყვეს გაცვლა 1000-ტყვეზე.
ტრამპმა დაწერა, რომ მან მიმართა ზავის თხოვნით მხარეებს და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები დათანხმდნენ.