"გამოცხადებული სამდღიანი ზავის ფონზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 147 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა", — ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 10 მაისის დილის ანგარიშში.
შტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 9 მაისს გამოიყენა 7704 კამიკაძე-დრონი და უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 2021 საარტილერიო იერიში მიიტანა, მათ შორის 12 — ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
ყველაზე მეტი იერიში დაფიქსირდა ფრონტის პოკროვსკის მონაკვეთზე — აქ უკრაინელმა ძალებმა აგრესორის 28 შტურმი შეაჩერეს, მათ შორის ბელიცკოეს, ნიკანოროვკის, დოროჟნოეს, ნოვოალექსანდროვკის, როდინსკოეს, ვასილიევკის, უდაჩნოეს, მოლოდეცკოეს, ნოვონიკოლაევკისა და სხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
გულიაიპოლეს მიმართულებით - ნოვოე ზაპოროჟიეს, რიბნოეს, ცვეტოჩნოეს, ჟელეზნოდოროჟნოეს, სვიატოპეტროვკის, ვოლშებნოეს, სოგლასიესა და სხვა რაიონებში - რუსეთის ძალებმა 27 შეტევა განახორციელეს.
რუსეთის იერიშების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო კონსტანტინოვკის მონაკვეთზე — 11 შეტევა ილინოვკის, პლეშჩეევკის, რუსინოი იარის მიდამოებში და კონსტანტინოვკის მიმართულებით.
ასევე ნახეთ
უშაკოვი: ზავი არ გახანგრძლივდება, ტყვეთა გაცვლისთვის მზადდება სიებინაკლები ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები ასევე გაგრძელდა ჩრდილოეთ სლობოჟანისა და კურსკის, სამხრეთ სლობოჟანის, კუპიანსკის, ლიმანის, სლავიანსკის, კრამატორსკისა და ალექსანდროვსკის მიმართულებებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის შეფასებით, რუსეთის არმიამ შეტევითი მოქმედებები პრაქტიკულად ფრონტის მთელი ხაზზე გაააქტიურა. მისი თქმით, ყველაზე დაძაბული კვლავ პოკროვსკის მიმართულებაა, სადაც რუსეთმა „დაახლოებით 106 ათას სამხედროს“ მოუყარა თავი.
2026 წლის მაისის დასაწყისში ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა ძალებმა, რომლებიც პირველად კონსტანტინოვკას გარეუბნებში ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს შეიჭრნენ, დღემდე ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს კონსტანტინოვკა-დრუჟკოვკის ტაქტიკურ ზონაში.