დელეგაციას აკომპლექტებენ თანამდებობის პირები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების ფინანსური ინსტიტუტიდან“ (DFC).
DFC არის აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო მიმართულება, რომელიც ახდენს კერძო კაპიტალის მობილიზებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინწაწევის მიზნით.
ასევე ნახეთ
ერევნის შემდეგ თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესამშაბათს, 12 მაისს, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „არაერთი საოპერაციო და სამართლებრივი საკითხი, რომლებიც TRIPP-ის იმპლემენტაციას უკავშირდება“.
მანამდე, გასულ კვირას, 6 მაისს, სომხეთში იმყოფებოდა სონატა კოლტერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. ის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღეს. კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში, ვასილის მარაგოსს.
ასევე ნახეთ
რაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოში?- TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
- ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
- დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.