უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის ტრიბუნალს გლობალური ხასიათი უნდა ჰქონდეს - სიბიჰა

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. გვჭირდება, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს“ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი „გლობალური ხასიათის“ უნდა იყოს.

15 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნის შესახებ.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 30-ზე მეტმა ქვეყანა. ესენი ძირითადად ევროპული სახელმწიფოები. კერძოდ:

  • ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,
  • ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია,
  • ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი,
  • მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია,
  • პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი,
  • შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო,
  • კოსტა-რიკა,
  • ავსტრალია,
  • ასევე ცალკე - ევროკავშირი.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. გვჭირდება, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. ამჟამად ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის და სასჯელის გარდაუვალობისთვის“, - უკრაინული მედიის ცნობით, განაცხადა ანდრიი სიბიჰამ.

მან ასევე თქვა, რომ მსგავსი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, - რასაც 15 მაისს მიაღწიეს, - „რეკორდულია“ და მისი შედეგი იქნება „რუსი კრიმინალების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა“.

ტრიბუნალი და მხარდაჭერა

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის და მსოფლიოს მორალური ფუნდამენტი აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაისჯება.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ტრიბუნალი 2027 წლიდან ამუშავდება.

ტრიბუნალის შექმნის ინიციატივისთვის მხარი არ დაუჭერია საქართველოს. მიზეზად საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შემდეგი რამ დაასახელა:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ... არ გვაძლევს იმის ... ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“.