FIFA-ს გენერალურმა მდივანმა, მათიას გრაფსტრიომმა, „შესანიშნავი“ და „კონსტრუქციული“ უწოდა შაბათს სტამბოლში ირანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, რომელზეც იმსჯელეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ირანის ფეხბურთის გუნდის მონაწილეობის გარშემო.
დაგეგმილია, რომ ირანელები ჩავლენ და სამივე ჯგუფურ მატჩს ჩაატარებენ აშშ-ში, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისა.
„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი, კონსტრუქციული შეხვედრა ირანის ფეხბურთის ფედერაციასთან“, - თქვა გრაფსტრიომმა
„ვფიქრობ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მოუთმენლად ველით, მივიღოთ ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე...ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, როგორც ამას ყველა წევრთან ვაკეთებთ,“- თქვა მან.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ასეთი პოზიტიური საუბრის ჩატარება და როგორც ირანის ფეხბურთის ფედერაცია, ასევე FIFA ძალიან კმაყოფილები არიან შეხვედრით და მოუთმენლად ელიან “Melli-ს გუნდთან” (ირანის ეროვნული ნაკრების სახელი) შეხვედრას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.“
ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი თაჯმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანის გუნდისთვის ჯერ ვიზები არ გაუციათ.
თუმცა, მან შაბათის შეხვედრას „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი წუხილი და გამოვთქვით ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, უზრუნველვყოთ “Melli-ს გუნდის” შეუფერხებელი მონაწილეობა“ მსოფლიო ჩემპიონატში - თქვა მან.
შეხვედრა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში გაიმართა. ირანის გუნდი შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე 18 მაისს თურქეთში, საწვრთნელ ბანაკში წასავლელად ემზადება
ირანი იმედოვნებს, რომ ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. მათ უკვე დაადასტურეს ერთი მატჩი გამბიის წინააღმდეგ, 29 მაისს, - განაცხადა ირანელ-კანადელმა სემ მეჰდიზადემ. ის ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც გუნდისთვის ამხანაგურ მატჩებს ატარებს.
ირანი ზედიზედ მეოთხედ მონაწილეობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. გუნდი აშშ-ში ჩავა და იცხოვრებს საბაზო ბანაკში ტუსონში, არიზონის შტატში.
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ირანელი ფეხბურთელები G ჯგუფში
პირველ თამაშს 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ, შემდეგ იმავე ქალაქში ბელგიას დაუპირისპირდებიან, რის მერეც კი - სიეტლში ეგვიპტის ნაკრებს შეხვდებიან.
FIFA-ს გენერალური მდივანი ირანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირანის ფეხბუორთელთა ნაკრები უზბეკეთის გუნდთან თამაშის წინ. 25 მარტი, 2025 წელი.