17 მაისს ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ ცოტა, შვიდი პალესტინელი დაიღუპა, განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან-იუნისში, პოლიციის პოსტთან ახლოს. ისრაელის სამხედროების თქმით, მოკლეს მებრძოლი, რომელიც ღაზის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე მოქმედი ძალებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა.
ამის გარდა, ღაზის სექტორის მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ისრაელის კიდევ ერთმა საჰაერო დარტყმამ ცენტრალური ღაზის რეგიონში, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოს მახლობლად მდებარე საზოგადოებრივ სამზარეულოში, სულ ცოტა, სამი ადამიანი იმსხვერპლა.
ღაზის სექტორიდან სამედიცინო უწყების წარმომადგენლები იუწყებიან ასევე, რომ ისრაელის კიდევ ერთმა საჰაერო დარტყმამ სულ მცირე სამი ადამიანი იმსხვერპლა. ერთი - სროლისას ხან იუნისში, სამხრეთ ღაზის სექტორში, ხოლო ორი სხვა ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს, დეირ ალ-ბალაჰში, საცხობთან ახლოს, ღაზის ცენტრალურ ღაზის რეგიონში.
ისრაელსა და ჰამასს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები - რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზის სექტორისთვის შემუშავებული ომისშემდგომი გეგმის წინსვლას - კვლავ ჩიხშია. ეს გეგმა ითვალისწინებს ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დასრულებას.
ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები ღაზაში მას შემდეგ, რაც შეწყვიტა აშშ-თან ერთობლივი დაბომბვები ირანში.
განადგურებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე სამხედროების თქმით, ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მებრძოლები აძლიერებენ კონტროლს. ისრაელის სამხედროებმა 16 მაისს განაცხადეს, რომ იზ ალ-დინ ალ-ჰადადი, ჰამასის შეიარაღებული ფრთის ხელმძღვანელი ღაზის სექტორში, მოკლეს პარასკევს, ქალაქ ღაზაზე განხორციელებული, როგორც მათ უწოდეს, ზუსტი დარტყმის შედეგად.
ჰამასმა დაადასტურა ჰადადის სიკვდილი, მაგრამ შურისძიების მუქარისგან თავი შეიკავა.
ცეცხლის შეწყვეტის (შეთანხმების ამოქმედების) შემდეგ ისრაელმა არაერთხელ განახორციელა დარტყმები ღაზაზე.
ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაახლოებით 870 პალესტინელი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი ადამიანებიც. იმავე პერიოდში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.
ჰამასი თავის მებრძოლებს შორის დაღუპულთა რაოდენობას არ ამხელს.