„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის მოტივით სიტყვის თავისუფლებას ახშობს.
„უმოკლეს ვადაში“
„ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ორშაბათს, 18 მაისს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე განაცხადა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული დეტალური კონსულტაციების შედეგად შევთანხმდით, რომ შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო“.
„ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია“
მისი თქმით, სამმართველოს „ძირითადი ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.
„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი ამ განმარტების თანახმად, შსს შეიძლება დაინტერესდეს სოციალურ ქსელებში პოსტებით, ფოტოებით, ფოტოებზე წარწერებითა თუ ვიდეოებით.
ასევე ნახეთ
"ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვისმისი თქმითვე, სამმართველო:
- „იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში“;
- „რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე“;
- „უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში“, - განაცხადა მდინარაძემ.
რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესცენტრს მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ მიმართა კითხვებით დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ, მათ შორის გამოყენებული იქნება თუ არა გამოყენებული ინტელექტი (AI). პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ
ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორი“ თბილისსა და ბაქოში - AI, Data-ცენტრები, Deep Fake-ებთან ბრძოლა„დებატების შემდეგ“
მამუკა მდინარაძემ ახალი სამმართველოს შექმნა დაუკავშირა პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას „დებატების სივრცის გახსნის“ შესახებ:
„დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი ნაბიჯი, დღეიდან გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯზე“, - თქვა მდინარაძემ.
იქვე კიდევ ერთხელ თქვა, რომ „დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია გარე ძალების მიერ იყო წახალისებული“.
მამუკა მდინარაძემ „სპეკულაციების გამოსარიცხად“ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების „მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.
ასევე ნახეთ
დებატები დებატებზესასამართლოები ფეისბუკ-პოსტებისთვის
ბოლო წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთი მოქალაქე, მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.
პოლიციელებმა შემდეგ სამართალდარღვევის, კერძოდ, 173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირება მოითხოვეს.
ეს მუხლი კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს გაჩნდა - სწორედ მაშინ, როდესაც პროევროპული აქციებისა და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი კანონის გამკაცრება გადაწყვიტა.
ასევე ნახეთ
4 000 ლარით დააჯარიმეს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკსტატუსის გამო- მაგალითად, შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
- თუმცა ამ მუხლის მიღმაც, სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნისა თუ სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მანამდეც არაერთხელ დააჯარიმა სასამართლომ არაერთი მოქალაქე.
- დაჯარიმებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები.