უგანდაში მიღებული "უცხოეთის აგენტების" კანონი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უგანდის პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი. ლონდონი, 20 აპრილი, 2018.

უგანდის პრეზიდენტმა იოვერი კაგუტა მუსევენიმ ხელი მოაწერა სადავო კანონს, რომელი ქვეყანაში უცხოეთის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. როგორც Reuters-ი იტყობინება ორშაბათს, ახალი წესები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ქვეყანაში „უცხოეთის ინტერესების“ ხელშეწყობას.

სააგენტოს თანახმად, კანონი ყველას, ვინც სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს, მთავრობის თანხმობის გარეშე ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ფართო სახის ფორმულირება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კანონდარღვევად გამოაცხადოს ნებისმიერი ფორმის პოლიტიკური ოპოზიცია.

ახალი კანონით გათვალისწინებულია სასჯელი 10 წლამდე პატიმრობისა და მსხვილი ფულადი ჯარიმის სახით. თავდაპირველი სახით ეს კანონი „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრირებას და დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვდა ყველასგან, ვინც უცხოეთიდან იღებს სახსრებს.

საფინანსო ინსტიტუტებისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან კრიტიკის შემდეგ კანონი შეასწორეს. ახლა იგი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ უცხოეთის ინტერესების სასარგებლოდ.

მუსევენი 1986 წლიდან იმყოფება ხელისუფლების სათავეში. როგორც Deutsche Welle აღნიშნავს, ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს რეგულარულად ადანაშაულებს უცხოეთიდან დაფინანსებაში.

ასევე ნახეთ

ფილოსოფოსი მიხაილ ეპშტეინი „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანეს