მსუბუქმა ავტომობილმა, - ტაქსიმ, „ტოიოტა პრიუსმა“, - დააზიანა შლაგბაუმი და ჭიშკარი შეანგრია.
რადიო თავისუფლების რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, რომ ავტომობილის მძღოლი, შუა ხნის კაცი, პოლიციამ გადაიყვანა.
„ამბობს, რომ ცუდად გახდა“
რადიო თავისუფლებას მოქალაქე თ.ც. ეუბნება, რომ ეს „ტოიოტა პრიუსი“ მისი მშობლების საკუთრებაა. მისივე თქმით:
- მშობლები ვებსაიტის მეშვეობით აქირავებენ ავტომობილს;
- ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.
მოქალაქემ ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა გვეუბნება, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს.
მძღოლი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ერთი ადამიანის დაკავება.
შსს-ს ცნობით, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.
ეს მუხლი გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.
იგი სასჯელის სახედ ითვალისწინებს:
- ჯარიმას;
- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით 100-დან 180 საათამდე;
- გამასწორებელ სამუშაოს, ვადით ერთ წლამდე;
- შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე;
- თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.