„აშშ, გთავაზობთ დახმარებას არა მხოლოდ მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში, არამედ უკეთესი მომავლის აშენებაშიც“, - თქვა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვაში კუბის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ტრამპის ადმინისტრაცია, გამოაცხადებს სისხლის სამართლის ბრალდებებს კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს წინააღმდეგ, რაც კარიბის ზღვის კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის გაძლიერების ნიშნად იქცევა.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ კუბის ხალხი კვლავ არ მოიპოვებს თავისუფლებას.
ასევე ნახეთ
კუბაში დემონსტრანტებმა დაარბიეს კომუნისტური პარტიის ოფისიესპანურ ენაზე წარმოთქმულ ვიდეომიმართვაში რუბიომ ქვეყნის ამჟამინდელ პრობლემებში დაადანაშაულა ხელმძღვანელობის სიხარბე და კორუფცია.
მისი თქმით, შეერთებული შტატები კუბელ ხალხს 100 მილიონ დოლარს სთავაზობს საკვებისა და მედიკამენტებისთვის, მაგრამ ეს თანხა კათოლიკურმა ეკლესიამ ან სხვა სანდო საქველმოქმედო ჯგუფებმა უნდა გაანაწილონ.
აშშ-ში კუბის საელჩომ განაცხადა, რომ რუბიომ მოიტყუა და შეერთებული შტატები კუნძულოვან ერს სასტიკად ეპყრობა.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასე არაერთხელ და არაკეთილსინდისიერად იტყუება კუბაზე საუბრისას და ცდილობს გაამართლოს აგრესია, რომელსაც ის კუბელი ხალხის მიმართ ახორციელებს... განაცხადა საელჩომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „მან კარგად იცის, რომ ასეთი სასტიკი და დაუნდობელი აგრესიის საბაბი არ არსებობს“.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუბაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს, სადაც ხელისუფლებაში კომუნისტები არიან მას შემდეგ, რაც რაულ კასტროს გარდაცვლილმა ძმამ, ფიდელ კასტრომ, 1959 წელს რევოლუცია მოაწყო.
ასევე ნახეთ
ფსკერისკენ მიმავალი კუნძული: რით დასრულდება ტრამპისა და კუბის დაპირისპირებააშშ-მ ფაქტობრივად დააწესა კუნძულის ბლოკადა და სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მას საწვავით ამარაგებენ, რაც იწვევს ელექტროენერგიის მიწორდების შეფერხებას და დარტყმას აყენებს მის ისედაც სუსტ ეკონომიკას.