ნიდერლანდი აკრძალავს იმპორტს პალესტინელთა ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებებიდან

ნიდერლანდის პრემიერმინისტრი როპ იეტენი (არქივი)

ნიდერლანდის მთავრობა დათანხმდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტის აკრძალვას, განაცხადა 22 მაისს ნიდერლანდის პრემიერმინისტრმა, როპ იეტენმა, - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

აკრძალვის მიზანია „ნიდერლანდის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მეშვეობით უკანონო ოკუპაციაში ნებისმიერი წვლილის შეტანის თავიდან აცილება“, განაცხადა იეტენმა.

ნიდერლანდის წინა მთავრობამ გასულ წელს განაცხადა, რომ გეგმავდა აკრძალვას, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში შევა ძალაში.

ნიდერლანდი ისრაელის საქონლის წამყვანი მყიდველია მსოფლიოში, თუმცა მთავრობას არასდროს გაუმჟღავნებია, თუ რა მოცულობის საქონელი შემოდის ამჟამად ებრაული დასახლებებიდან, რომლებიც საერთაშორისო სამართლით, უკანონოა.

მსოფლიო ძალების უმეტესობა ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ ტერიტორიაზე განლაგებულ დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს. გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვანი რეზოლუციები მოიცავს მოწოდებას ისრაელის მიმართ, შეწყვიტოს დასახლებების მშენებლობა.
ისრაელი ამაზე დავობს და აცხადებს, რომ მას ამ მიწასთან ისტორიული და ბიბლიური კავშირები აქვს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე