ოკუპირებულ ცხინვალში ეძებენ მდინარეში გადავარდნილ რუსეთის მოქალაქე ანა ტიცს. ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამთავრობო სააგენტო.
ქალი ოკუპირებულ ცხინვალში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩავიდა, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში დაწყებულ ომს) მონაწილეთა შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციას მართავდნენ.
ჯავის რაიონში სოფელ ძღუბირის მდინარეში ქალი 21 მაისს გადავარდა.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს იმ ადგილიდან, სადაც ქალი გადავარდა, 500-700 მეტრში იპოვეს ანა ტიცის ტანისამოსი. სამძებრო სამუშაოებს, რომელშიც 100 ადამიანი ჩართული, ზედამხედველობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი.