„საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“ - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

23 მაისს თბილისში კვლავ გაიმართა შაბათის ტრადიციული მარში

„საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“ - თბილისში ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა. შაბათის ტრადიციული მარში ამ კვირაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს მიეძღვნა.

28 მარტს, უწყვეტი აქციების 542-ე დღეს, მარშის მონაწილეებმა მსვლელობა კვლავ ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

აქცია-მარშის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.

„მოვუწოდებთ ყველას, შევუერთდეთ დიდ სახალხო კრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს ბევრნი შევიკრიბოთ. ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების ნება ურყევია. ჩვენ არ დავთმობთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ვიდგებით ერთად. ბოლომდე!” - გამოცხადდა ფილარმონიის შენობასთან, მსვლელობის დაწყებამდე.

26 მაისს, 19:00 საათზე, აქცია-მსვლელობა იგეგმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე. ორგანიზატორები “ოპოზიციურ ალიანსში” შემავალი პარტიები არიან.

23 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს კონსტრუქციების განთავსებაზე უარი უთხრა. “ოფიციალური ღონისძიებების” გამო მერიას „დაუშვებლად მიაჩნია“ კონსტრუქციების, მათ შორის - სცენის მოწყობა.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.