„ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე. ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - მისი თქმით, გადამოწმების პროცესი 20 თებერვლიდან დაიწყო.
მინისტრის მოადგილე ამბობს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 158 ათასი ოჯახი იყო, ჯამში 700 ათასი ადამიანი. საქართველოს მთავრობის 7 მაისის დადგენილებით, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.
„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი, მაგალითად, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი რომ მისულიყო და სრულყოფილ გადამოწმებას დაქვემდებარებულიყო ოჯახი, ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა ისედაც შეუწყდებოდა“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, თუკი ოჯახები არ დაეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, გასაჩივრების უფლება აქვთ.
სტატუსის გადახედვა
სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზების გადახედვის აუცილებლობაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა. ის ამბობდა, რომ „სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა“.
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.
ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული“, - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ
სიღარიბის დინამიკა: სად და როდის იზრდებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობასიის გადახედვის საჭიროებაზე ისაუბრა მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
„დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია... სიმართლე გითხრათ, მართლა მივესალმები ამ სიის 8%-ით კი არა, უფრო მეტით შემცირებას, სამაგიეროდ კი იმ ადამიანების დაფინანსების გაზრდას, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
2026 წლიდან წყდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა - მიზეზად „შრომის ბაზარზე დეფიციტი“ სახელდებაარასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თავის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში აღნიშნავს, რომ „საქართველოში ღარიბი ადამიანების გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების სისტემა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ გულისხმობს. ამ სისტემის დახმარებით სახელმწიფო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აკონტროლებს, აფიქსირებს მათ სხეულებსა თუ ქცევებს და აყალიბებს მორჩილ მოქალაქეს“.