„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო“, - წერია პროკურატურის მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ
სუსი აცხადებს, რომ "ჰექსოგენის საქმეზე" დაკავებულის ბინიდან ფული, მიკროსქემები და დოკუმენტები ამოიღესერთი მათგანი პატიმრობაში 10 წელს გაატარებს, მეორე კი 7-ს.
ვინ არიან დაკავებულები
მსჯავრდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის ჟურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი.
- დენის ჟურავლოვი ოდესაში ცხოვრობდა. დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. ის ბრალს არ აღიარებდა.
- მიხაილო სკრუპსკიი ქალაქ ხმელინცკისში ცხოვრობდა. დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს. მან ბრალი აღიარა.
წაყენებული ბრალი
საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
- 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით - ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა;
- 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსში 2025 წლის 11 სექტემბერს თქვეს, რომ დაკავებისას ასაფეთქებელ ნივთიერება "ჰექსოგენთან" ერთად ასევე ამოღებულია რვა მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმ-ბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.
ასევე ნახეთ
"არ იცოდა რა მოჰქონდა" - "ჰექსოგენის" შემოტანის საქმეზე დაკავებული უკრაინელი მძღოლის ადვოკატი