აშშ-ს და ირანს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება დროებითი ზავის გასაგრძელებლად - მედია

ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის პორტები დაბლოკეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მიღწეულია შეთანხმება მემორანდუმზე, რომლის მოქმედების ვადა 60 დღეა და ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას და მოლაპარაკებებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

ეს 29 მაისს პირველმა დაწერა გამოცემა Axios-მა ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საშუამავლო პროცესში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით.

მემორანდუმის პირობებს შორისაა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფაც და 30 დღეში ირანის მიერ სრუტის განაღმვა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მემორანდუმის დასადასტურებლად თანხმობა ჯერჯერობით არ გაუცია. თანხმობა ოფიციალურად ჯერ არც ირანს დაუდასტურებია.

წინასწარი შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს სხვა მედიასაშუალებებმაც(Reuters, AFP, dpa, CNN, New York Times, Fox News, CBS News).

ასევე ნახეთ

ირანმა და აშშ-მა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარყო ინფორმაცია ჰორმუზის შეთანხმების შესახებ
  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
  • დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მთლიანობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.