უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რაც სინქრონიზებულია რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან. ამის შესახებ შაბათს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ დადგენილებას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ სანქციების სინქრონიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს დადგენილებები ეხება 120 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომელთაგან ზოგიერთი უკვე იმყოფებოდა უკრაინის შეზღუდვების ქვეშ.
ახალი ზომები ასევე შეეხო რუსეთის 16 მოქალაქეს და 31 კომპანიას რუსეთიდან, ბელარუსიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის სტრატეგიული საწარმოების, საბიუჯეტო დაწესებულებების, რუსეთის არმიის ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მომსახურე სუბიექტები.
სხვათა შორის სანქციები ეკისრებათ პროკურორ ლუდმილა ბალანდინას, მოსამართლე დმიტრი გორდეევს და „როსია-1“-ის არხზე გადაცემა „ვესტის“ წამყვან მარია სიტელს. კიევი მათ ადანაშაულებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებში თანამონაწილეობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.
სანქციების სამიზნე იურიდიულ იურიდიულ პირთაგან სანქციების შიაში მოხვდნენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, ელექტრონული საბრძოლო სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და დრონების კომპონენტების მწარმოებლები, ასევე ნავთობის, გაზისა და ოქროს მომპოვებელი კომპანიები. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა აეროკოსმოსური პროდუქციისა და დრონების კომპონენტების რუსულ მწარმოებელ კომპანია Atlant Aero-ს და უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების საკომუნიკაციო სისტემებისა და კომპონენტების რუსულ მწარმოებელ კომპანია „ირზ-სვიაზს“.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს, რომლებიც, უკრაინული მხარის თქმით, ყიდიან დაზგებსა და ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ქიმიურ პროდუქციას და სათადარიგო ნაწილებს კომერციული თვითმფრინავებისთვის, ასევე ნავთობის ექსპორტიორს ბელარუსიდან.
ასევე სანქციები დაუწესდა ირანის 19 მოქალაქეს, სუდანის შვიდ მოქალაქეს და 11 ირანულ კომპანიას, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოების პროგრამებზე მუშაობენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მომზადება. მისი შინაარსი ჯერ არ გახმაურებულა, იუწყება RBK. გამოცემა იმოწმებს ფონ დერ ლაიენის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ომის ეკონომიკური შედეგები, როგორც ბრიუსელში აღნიშნეს, სულ უფრო შესამჩნევად მოქმედებს რუსების ცხოვრებაზე.