განკარგულებებს ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სპეციალური წოდება ერგო საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძესაც. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიენიჭა.
დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ოთხი ქვეყნის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილისა და ვაჟა სირაძისთვის სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ 31 მაისს, პოლიციელის დღეზე გაავრცელა.
მანამდე, 21 აპრილს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა მამუკა მდინარაძეს, იმ დროისათვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს.
რამდენიმე საათში ცნობილი გახდა სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, მამუკა მდინარაძემ დატოვა სუსის ხელმძღვანელის პოსტი და ის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამასთანავე, მთავრობის სტრუქტურას დემატა ახალი პოზიცია: „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“. ეს თანამდებობაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა.