უკრაინამ გერმანიიდან Iris-T-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის კიდევ ერთი გამშვები დანადგარი მიიღო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ით განაცხადა, მოწყობილობა კიევში გუშინ ჩავიდა. მან იქვე საბრძოლო მასალის დამატებითი მარაგი მოითხოვა.
ზელენსკის განმარტებით,შეიარაღებულ ძალებს ასევე სჭირდებათ რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
უკრაინამ კვლავ შეუტია ენერგეტიკულ და სამრეწველო ობიექტებს რუსეთის რამდენიმე რეგიონში. მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა დრონებით დარტყმების შესახებ სარატოვის, კიროვის, დონის როსტოვის, ვორონეჟის და ბელგოროდის რეგიონებში. არის რამდენიმე დაშავებული.
უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ 31 მაისის ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რამაც ობიექტში დიდი ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ბენზინის გაყიდვების შეზღუდვა გამოცხადდა.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) შეშფოთება გამოთქვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენობაზე დრონით შესაძლო დარტყმის გამო. ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა ინციდენტის შესახებ და დაადანაშაულა უკრაინის არმია, რომელმაც ბრალდებები უარყო.