მიტანის სერვისის კურიერი ემსხვერპლა თბილისში ავტოავარიას

საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოავარიას მიტანის სერვისის კურიერი ემსხვერპლა.

შემთხვევა 31 მაისს, შუადღისას მოხდა.

რადიო თავისუფლებას შსს-ში ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველ წელს 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 10 000-მდე იღებს მნიშვნელოვან დაზიანებებს.

ასევე ნახეთ

“ძალიან მაგარი მანქანით უნდა მივიდე!” - „ბოლო ზარის“ ავტოკოლონები და ავარიები