ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 43 წლის ქალმა 8 წლის შვილი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია; გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება პატიმრობით 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ.
რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი, რომელსაც ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.