Bloomberg: რუსეთმა მკვეთრად გაზარდა დრონების წარმოება

რუსული წარმეობის დრონი "ორიონი"

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ინდუსტრიის ზოგადი შენელების ფონზე დრონების წარმოებას ზრდის, იტყობინება Bloomberg-ი სამშაბათს.

სააგენტო „როსსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საავიაციო ქარხნებმა აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით წარმოება 117 პროცენტით გაზარდეს, ამასთან, წარმოების ძალიან დიდ წილს შეადგენს უპილოტო საფრენი აპარატები.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ კრემლი მოითხოვს დრონების დაჩქარებულ მასობრივ წარმოებას, რაც იაფია და მოითხოვს დაბალკვალიფიციურ მუშაკებს, რადგან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკვე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს დიდი სამხედრო ტექნიკის წარმოების გასაგრძელებლად. დაბალფასიანი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება რუსული ინდუსტრიის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სეგმენტთაგანია, რომელიც ზრდას აგრძელებს.

2026 წლის ბოლოსთვის რუსეთი გეგმავს 7,3 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის და 7,8 მილიონი სათადარიგო ნაწილის წარმოებას სხვადასხვა ტიპის დრონებისთვის. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა, 2 ივნისს განაცხადა, რომ თავის მხრივ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიას აქვს წელიწადში 20 მილიონამდე დრონის წარმოების შესაძლებლობა.

Bloomberg-ის რეპორტაჟის თანახმად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სექტორის დანარჩენი ნაწილი შენელებულია. მძიმე ჯავშანტექნიკის, რაკეტების კომპონენტებისა და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის წარმოება ნელ-ნელა მცირდება დასავლეთის სანქციების, ფინანსური და საბანკო პრობლემების და მუშახელის დეფიციტის გამო.

ასევე ნახეთ

“ერთ „შაჰედზე“ უკვე ხუთი ეკიპაჟი ნადირობს“ – როგორ შეცვალეს უკრაინულმა დრონებმა ვითარება ცაში