ლატვიის ახალი პრემიერის თქმით, რუსეთთან და ბელარუსთან ყველა სავაჭრო ურთიერთობა უნდა გაწყდეს

ანდრის კულბერგსი. რიგა, 28 მაისი, 2026.

ლატვიამ რუსეთთან და ბელარუსთან ყველა სავაჭრო ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. ამის შესახებ განაცხადა ლატვიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა, რომელმაც 28 მაისს დაიკავა თანამდებობა.

მისი სიტყვებით, მან უკვე დაავალა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს, ევროკავშირთან ერთად გამონახოს გზა, როგორ სრულად როგორ გაწყდეს „აგრესორ ქვეყნებთან“ სავაჭრო კავშირები.

„ეს არის არასაჭირო დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ აუარესებს სიტუაციას“, იმოწმებს მის სიტყვებს Delfi.

კულბერგსმა განმარტა, რომ ეს ეხება როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტს რუსეთსა და ბელარუსში. მან დასძინა, რომ გამონაკლისები მხოლოდ ფარმაცევტული სფეროსთვის შეიძლება იქნეს დაშვებული.

„კომერსანტი“ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2026 წლის პირველ სამ თვეში ლატვიამ რუსეთში 244 მილიონი ევროს ღირებულების საქონელი გაგზავნა, ხოლო რუსეთმა ლატვიაში - 10,5 მილიონი ევროს ღირებულების საქონელი.

ასევე ნახეთ

„პუტინი პატივისცემას კარგავს“ - როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი ნდობა