ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ვილნიუსი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ლიეტუვაში ამერიკული ბირთვული იარაღის პოტენციურ განლაგებასთან დაკავშირებით, იტყობინება Politico.
„მიმდინარეობს დისკუსიები. ლიეტუვა ნამდვილად არ დგას გვერდზე“, თქვა კაუნასმა.
ლიეტუვის კონსტიტუცია კრძალავს მის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გამოვიდა წინადადებით, კონსტიტუცია შეიცვალოს არსებული უსაფრთხოების მიმართ მუქარის გამო. ამ იდეას ლიეტუვის ბევრმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ადრე Financial Times-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ნატოს რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით. ლაპარაკია ქვეყნებზე, სადაც ჯერ არ არის ასეთი შეიარაღება. FT-ის ცნობით, ამ საკითხის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
მაისის ბოლოს ნორვეგიამ გამოაცხადა, რომ აპირებს საფრანგეთის „ბირთვულ ქოლგას“ შეუერთდეს რუსეთის „მასიური შეიარაღების“ ფონზე.