რუსთავში არასრულწლოვანმა შუა ხნის კაცი სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო (სსსკ 108-ე მუხლი).
"ინფო რუსთავის" თანახმად, შემთხვევა გარეჯის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოცემა წერს, რომ 16 წლის მოზარდმა 40 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღი მიაყენა.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.