დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სუმის ოლქის ქალაქი კონოტოპი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონოტოპს გაზის, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ზნობ-ნოვგოროდის რაიონში, სადაც რუსული დრონი სახლს მოხვდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის, სინელნიკოვის და ზელენოდოლის რაიონებში. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და სამაშველო სამსახურის შენობა, დანგრეულია ორი კერძო სახლი, მაღაზია და ფერმა.
ასევე ნახეთ
დარტყმა იყო რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კრასნოდარშიუკრაინის საჰაერო ძალების მიერ 11 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით და 221 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 195 დრონის მოგერიება და რაკეტებით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.