12 ივნისს „მეტას“ პროდუქტების, Facebook-ისა და Messenger-ის მუშაობას მთელს მსოფლიოში შეექმნა პრობლემები - მომხმარებლები მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ წერენ.
მნიშვნელოვანი გლობალური შეფერხებები აქვს ორივე პლატფორმის როგორც აპლიკაციებს, ასევე ვებსაიტებს.
ზოგიერთი მომხმარებელი პროგრამამ ავტომატურად გამოაგდო („დალოგაუთდა“) სისტემიდან და ვერ ახერხებს ხელახლა შესვლას.
სერვისების გამოყენების მცდელობისას მომხმარებლებს აპლიკაციები უწერენ, რომ „დაფიქსირდა მოულოდნელი შეცდომა“ ან „რაღაც შეცდომაა“.
მედიის ნაწილი წერს, რომ კომპანია „მეტა“ პრობლემის გამოსწორებაზე უკვე მუშაობს.
ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.