„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. დიდად მადლიერი ვარ ჩვენი ჟურნალისტებისა და თანამშრომლებისა საქმისადმი მათი ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და სიმტკიცისთვის უზარმაზარი ზეწოლის პირობებში“, - თქვა კაპუსმა.
რთე/რთ-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კორპორაციის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ლიზა კერტისი. უახლოეს დრომდე ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი იყო ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში.
ლიზა კერტისი
კერტისი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ექსპერტია და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის 35-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის მთავრობაში, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში (CIA), სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.
„კომპანიას ძალიან გაუმართლა, რომ მას სათავეში ედგა საინფორმაციო ბიზნესში ასეთი ფართო გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორიც სტივია. მისი მტკიცე ხელმძღვანელობა დაეხმარა რთე/რთ-ს გაურკვევლობის პერიოდის გადატანაში. ჩემთვის პატივი იქნება ამ გამორჩეული ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი უნიკალური წვლილი პრესის თავისუფლებასა და ცენზურით შეუზღუდავ ჟურნალისტიკაში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებას უწყობს ხელს“, - თქვა კერტისმა.
კერტისი რთე/რთ-ის დირექტორთა საბჭოში შედიოდა 2022 წლის სექტემბრიდან, 2024 წლის ივლისიდან კი მისი თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2026 წლის 6 ივნისს კერტისმა დატოვა რთე/რთ-ის დირექტორთა საბჭო.