23 ივნისიდან ვორონეჟის ოლქში დაწესდა „დროებითი შეზღუდვა“ კომპანია „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. ქალაქების ტერიტორიაზე ერთ ჯერზე ერთი ავტომანქანის ავზის შესავსებად გაიცემა 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრი დიზელი. ამას გამოცემა „კომერსანტი“ წერს რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით. შეზღუდვის მიზეზად დაასახელეს „გაზრდილი მოთხოვნა“ და ლოგისტიკის პრობლემები.
23 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ 30 ლიტრი ბენზინი გაიცემა სარატოვის ოლქშიც.
ბენზინის და დიზელის ლიმიტირებულად გაყიდვა დაიწყეს ომსკის ოლქშიც - ერთ ავზზე მხოლოდ 40 ლიტრი ბენზინი და 80 ლიტრი დიზელი. რეგიონის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ შეზღუდვას უწოდა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ ბენზინგასამართ სადგურებზე „ხელოვნური აჟიოტაჟისა და სპეკულაციების“ თავიდან ასაცილებლად.
ასევე ნახეთ
უკრაინული დრონები რუსეთის საწვავის სისტემას ანგრევენ - დეფიციტი უკვე 53 რეგიონშიაირკუტსკის ოლქის გუბერნატორ იგორ კობზევის ინფორმაციით, რეგიონის ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა საწვავის გაყიდვა თავად შეზღუდა, ნაწილმა კი მომსახურება დროებით შეწყვიტა.
ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა რეგიონის მცხოვრებთ მოუწოდა, „დროებითი სირთულეების“ გამო შეამცირონ პირადი ავტოტრანსპორტით მოძრაობა.
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დროებით აკრძალა ბენზინის გაყიდვა ონლაინ-პლატფორმებზე.
საწვავის გაყიდვა შეზღუდულია რუსეთის 60-მდე რეგიონში. მწვავე კრიზისია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ ყირიმში ბენზინს ვეღარც ტალონებით იყიდიან - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ- ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და პორტების ტერმინალებზე, რამაც წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაიყვანა ნავთობის მოპოვება-გადამუშავება.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, ამ გაზაფხულზე, უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პრაქტიკულად ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, წარმოება შეეჩერებინა ან შეემცირებინა.