თავად გიორგი, სისტემაში ადამიანის ძიების ინტერესმა ხან პოლიციასთან მიიყვანა, ხან სასამართლოში და უფრო მეტჯერ საპროტესტო აქციაზე - ის თვლის, რომ ტლანქ სისტემაში, რომელიც მხოლოდ ავტორიტარი ოლიგარქის მსახურებისთვის არის შექმნილი, ჯერაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სურს ემსახუროს სახელმწიფოს.
„სისტემის მსახურებს არ აქვთ რწმენა, რომ რაღაც დიდს ემსახურებიან“ - გიორგი თავართქილაძე - გამოკითხვა
Your browser doesn’t support HTML5
„სისტემა არის ტლანქი“ - ამბობს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე „გამოკითხვაში“, სადაც ამ კვირაში სისტემასა და ადამიანებზე ვლაპარაკობთ, უფრო მეტად კი იმაზე, როგორ ცდილობს სისტემა ჰუმანიზმისგან თავის დაცლას და როგორ ურთულებს ასეთი ვითარება ადამიანს ნავიგაციას სამყაროში.