აუდიტმა 2025 წელს შესყიდვებში 36,5 მლნ ლარის დარღვევები აღმოაჩინა

გიორგი გაბიტაშვილი - აუდიტის სამსახურის უფროსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ, 2025 წელს, 44 აუდიტი ჩაატარა და ჯამში 36,5 მლნ ლარის დარღვევები აღმოაჩინა. ამის შესახებ სამსახურის უფროსმა გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენდა.

„ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია“, - თქვა მან.

ანგარიშში წერია, რომ დარღვევები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

  • შესყიდვების მართვა - 9 მლნ ლარი;
  • აქტივების მართვა - 4,3 მლნ ლარი;
  • საბიუჯეტო რესურსების მართვა - 23,2 მლნ ლარი.

გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა აუდიტის 17 ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. ამ საქმეებიდან ოთხი მიმდინარე საქმეებს შეეხებოდა, 13-ზე კი ახალი გამოძიება დაიწყო.