უცხოელთან „ფიქციური ქორწინება“ დასჯადი გახდა 

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სადავო პარლამენტმა შეცვალა კანონი, რომლითაც უცხოელთან „ფიქციური ქორწინება“ დასჯადი ხდება. შსს აცხადებს, რომ ამ ნებართვის გაცემამდე „შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია“.

„დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა“.

სასჯელად გათვალისწინებულია:

  • უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე;
  • ან ჯარიმა;
  • ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე;
  • ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამავე საკანონმდებლო პაკეტით, მკაცრდება უცხოელისთვის საქართველოში სასწავლო ვიზების გაცემის წესი: მან უნდა წარადგინოს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწავლის დაწყების შემთხვევაში კი წლიურად სულ მცირე კანონმდებლობით დადგენილი სასწავლო კრედიტების მესამედის დაგროვება უნდა შეძლოს.

ასევე ნახეთ

კვოტები სტუდენტებზე და სხვა შეზღუდვები უცხოელი მიგრანტებისთვის - ყველა ცვლილება ერთად