უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 28 ივნისის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 142 დრონი და რვა რაკეტა გაუშვეს. შვიდი რაკეტა და 125 დრონი განეიტრალდა, დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა კიევი - ქალაქში სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაისმა. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა დარნიცკის რაიონის მცხოვრები. კიევის ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა, მათ შორის ავტოსარემონტო სახელოსნოში, საცხოვრებელ შენობასა და არასაცხოვრებელ შენობაში.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად აღმოაჩინეს რაკეტის საბრძოლო ნაწილი.
სუმში რუსეთის შეტევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა, იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური (ГСЧС).
პირველ ეტაპზე ქალაქს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს - მნიშვნელოვნად დაზიანდა სამრეწველო და სასაწყობო ობიექტები. ამის შემდეგ დრონი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა: გაჩნდა ხანძარი.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დრონი მოხვდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადს. ჩაიმსხვა ფანჯრები. დაზარალდა ადგილზე მცხოვრები ქალი.
დნეპროპეტროვსკის ოლქში შეტევის სამიზნე გახდა ორი რაიონის საწვავის სადგურები (АЗС). უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (ГСЧС) ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. გაჩნდა ხანძრები და დაზიანდა ავტომობილები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდირმი ზელენსკიმ კი დაწერა, რომ თვის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში და იაროსლავის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში.
"ჩვენი თითოეული შორ მანძილზე მოქმედი „სანქცია“ ნიშნავს რუსეთის ომის მანქანისთვის საჭირო რესურსების შემცირებას და კიდევ ერთ ნაბიჯს მშვიდობისკენ. გავაგრძელებთ რუსულ ტერორზე რეაგირებას“, - წერს ზელენსკი.