საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 11 ადამიანი

ფრანგი მაშველები ტომბლენში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობენ.

კვირას, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ტომბლენში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი პრეფექტურის ცნობით, თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა. ავარიის შედეგად პილოტი და ათივე მგზავრი - ხუთი მოსწავლე და ხუთი ინსტრუქტორი - დაიღუპნენ.

რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ, ტელეარხ BFM-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი, როგორც ჩანს, დაზიანდა მიწაზე ვერტიკალურად დაცემამდე.

„ის მოულოდნელად, აეროდრომის უშუალო სიახლოვეს დაეცა“, - თქვა მან.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ მსხვერპლთა რამდენიმე ნათესავს.

ავარია სავაჭრო ცენტრის მახლობლად, დასახლებულ ზონაში მოხდა.