გერმანიის ჩრდილოეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად

გერმანიის ჩრდილოეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად. 2026 წლის 29 ივნისი. საილუსტრაციო ფოტო

გერმანიის ქალაქ შტადეში, ახალგაზრდულ ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი. "ბიბისი" პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია.

სააგენტო DPA პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ქალაქ შტადში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.