ზელენსკი: რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებები გამართა ჯარედ კუშნერთან

ვოლოდიმირ ზელენსკი. ევიანი, 16 ივნისი, 2026.

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა 2 ივლისს. მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კუშნერი და ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი მაინც ესტუმრებიან უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა, შედეგი არ გამოუღია აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტის თაობაზე.

ასევე ნახეთ

570 რაკეტა და დრონი - უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო

„უნდა ჩამოვიდნენ, რათა ნახონ, გაიგონ და აუხსნან პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს - რედ.). შემდეგ კი ძალიან თავაზიანი მანერით, როგორც ეს იცის სტივ უიტკოფმა, უპასუხოს რუსეთს, რა უნდა გააკეთოს მან: სწრაფად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეთანხმდეს, შეაჩეროს ეს ომი,“ მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები ონლაინ გამოცემა ТСН-ს.

ამავე დროს ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ნატოს სამიტის კულუარებში.

სამიტი 7-8 ივლისს ტარდება ანკარაში.

ასევე ნახეთ

"ანკორიჯის აორთქლებული სულისკვეთება" - რას ელოდა და რას იღებს რუსეთის პრეზიდენტი