დამასკში კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა

უშიშროების ძალები კაფეს წინ, რომელშიც მოხდა აფეთქება. დამასკი, 2 ივლისი, 2026.

ხუთშაბათს სირიის დედაქალაქ დამასკის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ კაფეში ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. ჯერჯერობით არავის უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კაფეში იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

დამასკის გუბერნატორის, მაჰერ იდლიბის თქმით, აფეთქება გამოიწვია თვითნაკეთმა მოწყობილობამ.

როგორც Reuters-ი შენიშნავს, ეს აფეთქება მორიგი გამოწვევაა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მთავრობისთვის, რომელიც 2024 წელს მოვიდა ხელისუფლებაში ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდების შემდეგ. ასადის ჩამოგდებით დასრულდა სამოქალაქო ომი, რომელიც 14 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მართალია, 2 ივლისს მომხდარი აფეთქებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა, მაგრამ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ არაერთხელ შეეცადა, შეევსო ვაკუუმი, რომელიც ასადის ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა ქვეყანაში, აღნიშნავს Reuters-ი.

ასევე ნახეთ

ფარაჯანოვის ორი კოსტიუმი გადარჩა - როგორ გამოიყურება რუსული რაკეტით განადგურებული დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია