ივნისის ცხელ პერიოდში ევროპის სამ ქვეყანაში დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი

ცხელი დღეები, რომელიც დაახლოებით 20-დან 28 ივნისამდე გაგრძელდა, ყველაზე ძლიერი იყო, რაც კი ოდესმე აღნუსხულა ევროპაში.

ივნისის ძლიერი სიცხის დროს საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ბელგიაში სიკვდილის 3 700 შემთხვევა აღინუსხა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მონაცემები წინასწარია და შესაძლოა გაიზარდოს, იტყობინება Reuters-ი.

საფრანგეთში გარდაცვალების 2025 შემთხვევა იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალი იყო 45 წელს გადაცილებულებს შორის.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ 18-დან 29 ივნისამდე დაახლოებით 1200 ადამიანის სიკვდილის შესახებ განაცხადა.

ნიდერლანდში კი გარდაცვალების დაახლოებით 480 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

ასევე ნახეთ

ევროპის ბევრ ქალაქში სიცხის რეკორდი დამყარდა


Reuters-ის ცნობით, ცხელი დღეები, რომელიც დაახლოებით 20-დან 28 ივნისამდე გაგრძელდა, ყველაზე ძლიერი იყო, რაც კი ოდესმე აღნუსხულა ევროპაში.

ივნისში ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

AFP-ის შეფასებით, 26 ივნისს ევროპაში მინიმუმ 150 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა 35°C-ზე მეტი ტემპერატურა.

ასევე ნახეთ

ოდესმე დათბება? - სად „გაქრა“ გაზაფხული და როგორი ამინდი გველის