უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს:
„გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ორი დღით ადრე, 2 ივლისს, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე.
ასევე ნახეთ
შსს-ს სახლში და ნებისმიერ კერძო საკუთრებაში შეეძლება შესვლა „უკანონო მიგრანტის აღმოჩენის“ საფუძვლით - კანონპროექტიმიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
2026 წლის თებერვალში, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებული „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოში 20 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. მან თქვა, რომ 2026 წლის განმავლობაში იგეგმება არალეგალი მიგრანტების 20%-ის გაძევება.
ასევე ნახეთ
საქართველოდან გაძევება გაიოლდება, შემოსვლა გართულდება - წავიკითხეთ ახალი საკანონმდებლო პაკეტი2026 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.