ეს განცხადება მან გააკეთა საწვავის კრიზისის ფონზე, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ შეიქმნა.
კუმპილოვის თქმით, „ყველა პასუხისმგებელი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“. სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო, სამართალდამცავი და კომუნალური სამსახურებისთვის რეკომენდებულია დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოტრანსპორტის გამოყენება.
„ასევე დავავალე, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა მინიმუმამდე შემცირდეს სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა,“ - განაცხადა ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა და რუსეთში შექმნილ ვითარებას „დროებითი პრობლემა“ უწოდა.
ასევე ნახეთ
პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარაერთი დღით ადრე როსტოვის ოლქში სამართალდამცავებმა საწვავის არალეგალური გამყიდველების დაკავება დაიწყეს, მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც საწვავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეზიდებოდნენ. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომობილით პლასტმასის კონტეინერებში ჩასხმული რვა ტონა საწვავი გადაჰქონდა.
მანამდე კრასნოდარის მხარის საქალაქო დუმის დეპუტატმა, ალექსანდრ საფრონოვმა გააკრიტიკა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრ ნოვაკი იმის გამო, რომ მან განაცხადა: „შიდა ბაზარი სრულად არის უზრუნველყოფილი როგორც ბენზინით, ისე დიზელის საწვავით.“
ასევე ნახეთ
Reuters: საწვავის დეფიციტის გამო რუსეთი ინდოეთისგან ყიდულობს ბენზინსჩიტაში ავტოგასამართმა სადგურებმა უკრაინის ომში მონაწილე სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს ბენზინის ურიგოდ გაცემა დაუწყეს.
ივნისის ბოლოსთვის საწვავზე შეზღუდვები რუსეთის მხოლოდ ერთ რეგიონში, ჩუკოტკაში არ მოქმედებდა.
რუსეთის მასშტაბით ბენზინის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა გამოიწვია.