ამის შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო АPА -ს ინფორმაციას აწვდის აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
უწყების თანახმად, სამართალდამცველები ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებენ დანაშაულში ეჭვმიტანილის, დაზარალებულის ნათესავის მიმართ. მათ შორის, მისი დაკავებისა და სამართლებრივი პასუხისგებაში მისაცემად.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა „ასეთის საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას სრულად გაუწიოს სამართლებრივი და სხვა აუცილებელი დახმარება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში“.
ასევე, აზერბაიჯანი გამოხატავს მზადყოფნას უზრუნველყოს გამოძიების სრული, ობიექტური და ყოვლისმომცველი წარმართვა, რათა დადგინდეს საქმის ყველა გარემოება და მომხდარს მიეცეს სამართლებრივად შეფასება.
20 წლის ფატიმა კერიმოვას ცხედარი პოლიციამ 26 ივნისს, თბილისში, ვარკეთილში, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინა.