თურქეთის პრეზიდენტმა ნატოს ლიდერები რევოლვერებით დაასაჩუქრა და სირთულეები შეუქმნა

ნატოს სამიტზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედასთვის მირთმეული რევოლვერი, რომელიც წარმოდგენილი იყო პრესკონფერენციაზე ვილნიუსში. 9 ივლისი, 2026 წელი

ნატოს სამიტზე, ანკარაში ჩასულ სახელმწიფოთა მეთაურებს, მასპინძელმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა, თითოეულ მათგანს, უჩვეულო საჩუქარი გადასცა.

ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს მან დაურიგა თურქული წარმოების რევოლვერები და შესაბამისი ტყვიები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იარაღი მხოლოდ დეკორატიული არ იყო.

ერდოანს ჩანს, სურდა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დემონსტრირება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის შენახვისა და ტარების სხვადასხვა კანონი მოქმედებს და შესაბმისად, თითოეულ ყველა პრემიერსა და პრეზიდენტს თავისებური პრობლემა შეექმნა.

Reuters-ის თანახმად, ბელგიის პრემიერმინისტრი თურქეთში, ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას ცოტა გაკვირვებული დარჩა და აღმოაჩინა, რომ ბარგში პისტოლეტი და ვაზნები ჰქონდა.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ოფისის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს Gümüşay 357 Magnum-ის ტიპის იშვიათი ექვსმსვაზნიანი პისტოლეტი, რომელიც თურქულმა იარაღის მწარმოებელმა, MKE-მ 1990-იან წლებში წარმოადგინა.

ის ხის საგამოფენო ყუთში იყო განთავსებული, რომელზეც თურქეთის დროშა და ნატოს ლოგო იყო გამოსახული, ასევე წარწერა თურქულ და ინგლისურ ენებზე: „გიუმიუშაი, პირველი რევოლვერის ტიპის მსუბუქი იარაღი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია წარმოებული.“

ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყველა ლიდერს ერთი და იგივე მოდელი გადაეცა, რომელზეც მათი სახელები იყო ამოტვიფრული.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა, თავისი რევოლვერი ბრიუსელის აეროპორტის პოლიციას გადასცა, რათა სეიფში შეენახათ.

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თანაშემწემ რადიო RMF FM-ს განუცხადა, რომ მისი რევოლვერი ვარშავის აეროპორტში განბაჟებას ელოდა და შესაბამის ადგილას შეინახებოდა, „რათა ის პირველ რიგში უსაფრთხოდ ყოფილიყო და მეორეც, საჩუქრად პატივისცემით ეპყრობოდნენ“.

„რა თქმა უნდა, მას არავინ გაისვრის“, - დასძინა მან.

ნიდერლანდის და შვედეთის პრემიერმინისტრების ოფისებში განაცხადეს, რომ მათი რევოლვერები ანკარაში, ამ ქვეყნების საელჩოებში გადაიტანეს. ჰოლანდიას იარაღი უნდა გაეუვნებელყო, შვედეთისთვის გადაცემული საჩუქარი კი, იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას ელოდა.

“დაუნინგ სტრიტის” წყაროს ცნობით, კირ სტარმერისთვის გადაცემულ იარაღს საწმენდი ნაკრები და 500 ტყვია მოჰყვებოდა.

იტალიის პრემიერმინისტრ ჯიორჯია მელონის რევოლვერი უკვე ინახებოდა მთავრობის შტაბ-ბინაში, სასახლე “პალაცო კიჯიში”, სხვა სახელმწიფო საჩუქრებთან ერთად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი აპირებდა თავისი რევოლვერი სამხედრო მუზეუმისთვის გადაეცა, ხოლო საბერძნეთის ლიდერი გეგმავდა მისი ათენის ომის მუზეუმისთვის გადაცემას.

თურქეთის თანამედროვე მსუბუქი იარაღის ინდუსტრია ძირითადად ნახევრად ავტომატურ იარაღებზეა ორიენტირებული, რაც Gümüşay -ს საკოლექციო იშვიათობად აქცეს.

თურქმა იარაღის მწარმოებლები ევროპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ბაზარზე იაფი პისტოლეტებითა და თოფებით შეიჭრნენ, რითაც კონკურენცია გაუწიეს ძველ იტალიურ და ბელგიურ ფირმებს, რომელთა სახელები დიდი ხანია უკავშირდება უფრო ძვირიან სპორტულ და საბრძოლო იარაღს.

ჟენევაში დაფუძნებული Small Arms Survey-ის კვლევის თანახმად, 2019-დან 2024 წლამდე თურქეთი მსოფლიოში მცირე ზომის იარაღის მესამე უდიდესი ექსპორტიორი იყო შეერთებული შტატებისა და იტალიის შემდეგ.

ასევე ნახეთ

ნატო ანკარის სამიტზე იარაღის გარშემო მსხვილ გარიგებებს წარმოადგენს