უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული სამხედრო ძალების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა.
რუსეთის არმიამ 2026 წლის პირველ ნახევარში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება ვერ შეძლო. თუ ადრე ის აქტიურ შეტევით ოპერაციებს 13 ოპერატიული მიმართულებით ახორციელებდა, ახლა ასეთი მაქსიმუმ ექვსი-შვიდი მიმართულებაა, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ წლის პირველი ნახევრის შეჯამებისას.
"ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა შეადგენს დაახლოებით 40:60-ს. სწორედ თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა“, - თქვა სირსკიმ.
ამავდროულად, მისი განცხადებით, მოწინააღმდეგის შესაძლებლობები არ უნდა უგულებელყონ, ვინაიდან, მისი სიტყვებით, "ომის გარდატეხაზე საუბარი ჯერ ნაადრევია".
რუსეთის ხელისუფლება ფრონტზე არსებულ ვითარებას სხვაგვარად წარმოაჩენს. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ყველა ფრონტზე მიიწევს წინ.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FT-სთან ინტერვიუში თქვა, რომ, მისი მოსაზრებით, უკრაინას უკვე მტკიცედ უკავია ფრონტი მიწაზე და რომ ომის გამოსავალს "საჰაერო ბრძოლა გადაწყვეტს".