"მივიწევთ წინ დამსახურებაზე დაფუძნებით - გამონაკლისების გარეშე, უკრაინა მზად არის და მოელის ყველა დანარჩენი კლასტერის მალე გახსნას. მადლიერი ვართ ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსი და პარტნიორებისა მტკიცე მხარდაჭერისთვის", - პლატფორმა X-ზე წერს ტარას კაჩკა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მე-6 კლასტერი საგარეო ურთიერთობების გარდა, მოიცავს კანდიდატი ქვეყნის თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა "სუპერსამშაბათი" უწოდა დღეს, როცა ევროკავშირი გაფართოების კონფერენციებს მართავს ოთხ კანდიდატ ქვეყანასთან, რაც ოც წელზე მეტია არ მომხდარა. კოსის შეფასებით, უკრაინა გადის ძირეულ ცვლილებებს წარმოუდგენლად რთულ გარემოებებში:
"დღეს ვხსნით მე-6 კლასტერს. ეს კლასტერი მოიცავს საგარეო ურთიერთობებს, აგრეთვე ჩვენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას. ამ სფეროებში ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უკრაინის პოზიციები ძალიან ძლიერია.
ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა წარმოუდგენელია უკრაინის გარეშე.
რუსეთის სასტიკი აგრესიის ომის წინააღმდეგ მათი მედეგობით, უკრაინელებმა თავიანთი ქვეყანა გადააქციეს სამხედრო სიმძლავრედ, ისეთი შესაძლებლობებით, რომლებსაც თითზე ჩამოსათვლელი სხვა სახელმწიფო თუ დაეტოლება, განსაკუთრებით - მათი დრონების სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების კუთხით".
ასევე ნახეთ
დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან ხსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერსევროკომისარი გაფართოების საკითხებში მიიჩნევს, რომ ევროპის თავდაცვის მოდერნიზაცია უკრაინის გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს:
"უკრაინას დღეს მეტი გეოპოლიტიკური წონა აქვს, ვიდრე ჰქონია თავისი ისტორიის ნებისმიერ მომენტში.
ამ კომისიის ამოცანაა დამოუკიდებელი ევროპის მშენებლობა, რომელიც მტკიცედ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ ბედისწერაზე დიდი ძალების სამყაროში.
დამოუკიდებელ ევროპას სჭირდება ძლიერი, აყვავებული და სტაბილური უკრაინა ევროკავშირის წევრად. ევროკავშირში ინტეგრირებული უკრაინა არის ორივე მხარისთვის მომგებიანი.
ეს არა მხოლოდ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ გააძლიერებს ევროპის საწარმოო ბაზას და შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებებს".
მარტა კოსი შეეხო საგარეო ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესსაც:
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების არგუმენტები ძალიან მყარია. არსად ეს ისე კარგად არ დასტურდება, როგორც ჩვენს საგარეო ურთიერთობებში.
დღეს ამ კლასტერის გახსნა ძალიან კარგი ამბავია. მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს დარჩენილი ოთხი კლასტერის რაც შეიძლება მალე გახსნა. ყველა მათგანი ტექნიკურად მზად არის. უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა პირობა".
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - სახელმწიფო მინისტრმა თომას ბირნმა ხაზი გაუსვა როგორც უკრაინის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მიმართულებით, აგრეთვე თავისი ქვეყნის წარმატებულ თავმჯდომარეობას ამ მხრივ:
„პირველი კლასტერის გახსნიდან სულ რაღაც ერთ თვეში და ირლანდიის თავმჯდომარეობის დაწყებიდან ორ კვირაში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაში მორიგ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს მივაღწიეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზაზე საგარეო ურთიერთობებზე მოლაპარაკებათა კლასტერის გახსნით. ეს ადასტურებს ქვეყნის მაქსიმალურად სწრაფად წინსვლის ნებას. არსებულ გამოწვევებით სავსე დროებაში, ევროკავშირისთვისაც და უკრაინისთვისაც გაფართოება არის სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში“.
ზუსტად ერთი თვის წინ, ევროკავშირმა უკრაინასთან გახსნა მოლაპარაკებების პირველი - „საფუძვლების“ შესახებ კლასტერი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის კანონმდებლობის თავებს შემდეგ სფეროებზე: მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები; სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება; სახელმწიფო შესყიდვები; სტატისტიკა; ფინანსური კონტროლი.
14 ივლისსავე, დღის მეორე ნახევარში ბრიუსელში გაიმართება გაწევრიანების კონფერენციები - მოლდოვასთან, მონტენეგროსა და ალბანეთთან.