მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან

თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა

თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ქუჩა ოპერის მოპირდაპირე მხარეს) მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 37 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.

ალექსანდრე ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმროს კომპანია „რუსთაველი ფროფერთი“ აშენებს. კომპანიის დირექტორმა მინდია გადაიდისმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ვერკვევი, მოსულია კომპეტენტური ორგანო, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.