„უკრაინაში 51 ქვეყნის მოქალაქეები ჩავარდნენ ტყვედ, როდესაც ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში იბრძოდნენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთან გულწრფელად და ღიად ვისაუბროთ რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობის რეალურ სამართლებრივ შედეგებზე“, განაცხადა მან. მაისის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტყვედ იყო აყვანილი ასობით უცხოელი 48-ზე მეტი ქვეყნიდან. ისინი რუსეთმა მოტყუებითა და ფინანსური მანიპულაციებით ჩაითრია ომში. BBC-ის ცნობით, 2026 წლის ივლისის დასაწყისის მონაცემებით, რუსეთის მხარეს ბრძოლაში სულ მცირე 3589 უცხოელი დაიღუპა. ადრე „ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ გადაიბირეს კენიის მოქალაქეები რუსეთის არმიაში უკრაინაში საბრძოლველად. ასევე ნახეთმიგრანტის ბედი პუტინის რუსეთში: ან ციხე, ან ომიასევე ნახეთვინ აგზავნის კუბელებს უკრაინაში საბრძოლველად? - მაგალითად, ტურისტული აგენტი რუსეთის პროვინციიდანასევე ნახეთსად უფრო აწამებენ ტყვეებს - ჩეჩნეთში თუ დანარჩენ რუსეთში? |
უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ტყვედ იმყოფებიან 51 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი. კიევი, 14 დეკემბერი, 2022.
უკრაინაში ტყვედ იმყოფებიან 51 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა გააკეთა განცხადება უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, სახელწოდებით „მშვიდობის აღდგენა და უკრაინის ლიდერობა“.