უკრაინამ აშშ-ში ბოლო ელჩს „უკანონო გამდიდრების“ ბრალდება წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლჰა სტეფანიშინა (ფოტო არქივიდან)

უკრაინის ხელისუფლებამ 5 აგვისტოს ბრალი წარუდგინა ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში, ოლჰა სტეფანიშინას, რომელიც თანამდებობიდან ორიოდე დღის წინ დაითხოვეს.

ოლჰა სტეფანიშინას ბრალი „უკანონო გამდიდრების“ მუხლით 5 აგვისტოს წაუყენეს კიევში, სასამართლოში, ანტიკორუფციული სტრუქტურების წარმომადგენლებმა - ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ.

პროკურორის განცხადებით, სტეფანიშინამ არ მოახდინა ქონებისა და ხარჯების დეკლარირება - საუბარია ორ ბინაზე, მათ რემონტზე დახარჯულ ნაღდ ფულზე, დედის სამედიცინო ხარჯებზე, ავიაბილეთებსა და კიდევ ერთი ბინის ქირაზე.

გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მან დამალა, რომ იყენებდა მერსედესის მარკის ავტომობილს, რომელიც მის ერთ-ერთ ხელქვეითს ეკუთვნოდა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა 2025 წლის ივლისში შეარჩია;
  • მანამდე ის იყო იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა შეარჩია
  • ზელენსკიმ იგი თანამდებობებიდან 2026 წლის 3 აგვისტოს გაათავისუფლა, სხვა ქვეყნებში რამდენიმე ელჩთან ერთად;
  • ზელენსკის მიერ 3 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებით, ოლჰა სტეფანიშინა გათავისუფლდა აშშ-ში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან.
  • თუმცა სტეფანიშინამ 3 აგვისტოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან წასვლა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც პირადი გარემოებებითაა ნაკარნახევი.