რუსებმა უკლეს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის თვითმფრინავით მგზავრობას

პულკოვოს აეროპორტი, სანქტ-პეტერბურგი. 22 ოქტომბერი, 2019.

2026 წლის პირველ ნახევარში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის რეისებზე მგზავრთა ნაკადი 18%-ით შემცირდა და 1,6 მილიონს მიაღწია, იტყობინება „კომერსანტი“ დარგში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის რეისებზე მგზავრთა ნაკადი ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე ექვსჯერ უფრო სწრაფად მცირდება. ერთ-ერთი მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმების გამო აეროპორტების ხშირი დახურვაა. ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა განაცხადა, რომ მოსკოვის მარშრუტზე მგზავრთა ნაკადის დაახლოებით 15%-იანი წლიური დანაკარგი გეგმა „ხალიჩის“ რეგულარული შემოღების გამო იყო.

გრაფიკის შეფერხებებმა, ძირითადად, საქმიან ფრენაზე იმოქმედა. კომპანია „აეროკლუბის“ ცნობით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნა ექვსი თვის განმავლობაში 23%-ით შემცირდა, ხოლო რკინიგზით მგზავრობაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.

„კომერსანტის“ ცნობით, საჰაერო მიმოსვლაზე ასევე იმოქმედა მოსკოვის გავლით ტრანზიტის შემცირებამ და „აეროფლოტთან“ კონკურენციის გამო მარშრუტიდან რიგი ავიაკომპანიების გასვლამ.

ასევე ნახეთ

ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინის თვითმფრინავთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული დრონი